საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1148
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019326
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1148

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში-ცენტრი), გაეროს კრიმინალის და სამართლის რეგიონალთაშორისო ინსტიტუტთან ( UNICRI) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების - B1 ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორიული მენეჯმენტის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ტრენინგ და რესურს-ცენტრის შექმნა“ და C4 „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკების მართვის სისტემის შექმნა საქართველოსთვის“ ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) ევროპის წამყვანი ინსტიტუტებისგან ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სასწავლო პროგრამის (ტრენინგები) მომსახურების შესყიდვა;

ბ) ევროპელი ექსპერტების მომსახურების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესყიდვებზე „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად , დადგინდეს განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ექსპერტ-კონსულტანტებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

3. ცენტრს მიეცეს უფლება, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილე პირთა დღიური ხარჯის ანაზღაურება.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2015.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 04.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1148. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019326.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1148, 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019326 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2871382/