„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28.08.1364
სარეგისტრაციო კოდი
210010010.37.101.016169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №28.08.1364

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) პირველი მუხლით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ამ წესის მოქმედება ვრცელდება ასევე მის ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მთავრობასა და მოსაკრებლის გადამხდელს შორის, გადასახდელი მოსაკრებლის გადავადებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით  გაფორმებულ იმ შეთანხმებაზე, რომლის შესრულების ვადა ახალი შეთანხმების გაფორმებაზე განცხადების წარდგენის დროისათვის არ არის გასული. ამასთან, შეთანხმების ორივე მხარე თანახმაა ამ წესის შესაბამისად ახალი შეთანხმების დადებაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე