„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახთასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15.28.706
სარეგისტრაციო კოდი
210010010.37.101.016189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №15.28.706

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) პირველი მუხლით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების გადახდისაგან მისი სრულად გათავისუფლების თაობაზე,  თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ  ორგანოს აღნიშნული წესის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.’’.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 


ქ.თბილისის მერის მოადგილეპაპუნა პეტრიაშვილი