„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მთავრობა დადგენილება №01.05.05 |
|
2014 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი |
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
„1. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების გადახდისაგან მისი სრულად გათავისუფლების თაობაზე, თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს აღნიშნული წესის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.
|