ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №24.02.1078 |
|
2013 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესი
ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის (შემდგომში - წესი) შესაბამისად, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული კანონის 172 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადასახდელი მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად გათავისუფლების ან/და მოსაკრებლის გადახდის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ, მოსაკრებლის გადამხდელთან შეთანხმების დადების თაობაზე.
1. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების გადახდისაგან მისი სრულად გათავისუფლების თაობაზე, თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს აღნიშნული წესის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 17 იანვრამდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ, თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ასევე მის ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მთავრობასა და მოსაკრებლის გადამხდელს შორის, გადასახდელი მოსაკრებლის გადავადებასთან დაკავშირებით გაფორმებულ იმ შეთანხმებაზე რომლის შესრულების ვადა ახალი შეთანხმების გაფორმებაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ არის გასული და შეთანხმების ორივე მხარე თანახმობას აცხადებს ამ წესის შესაბამისად ახალი შეთანხმების დადებაზე.
4. ამ წესის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში დადებული შეთანხმება გაუქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.
5. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეთანხმების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 172 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე
დანართიქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის (შემდგომში - წესი) შესაბამისად, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული კანონის 172 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადასახდელი მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად გათავისუფლების ან/და მოსაკრებლის გადახდის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ, მოსაკრებლის გადამხდელთან შეთანხმების დადების თაობაზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“?
- დიახ, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“?
- „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ მიღებულია 19.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №24.02.1078. სარეგისტრაციო კოდი — 210010010.37.101.016165.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.06.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“, №24.02.1078, 19.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 210010010.37.101.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2020783/