„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№178/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016698
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №178/ნ

2013 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, №140, 29.10.2010. მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

 

 

1.  მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადმინისტრატორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული, ოლიმპიადის მეორე ან/და მესამე ტურის/ტურების ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)   ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურებისთვის ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდების შემუშავებას;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3, 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში ოლიმპიადა ასევე ტარდება სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე.

31. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ან/და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში არაქართულენოვანი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ოლიმპიადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს იმ ენაზე, რომელზეც ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმდინარეობს სწავლება.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს უცხოურ ენად  ჩააბაროს ის ენა, რომელზეც აბარებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ან/და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგანს/საგნებს.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) ატარებს ოლიმპიადის პირველ ტურს;“

ბ) მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ოლიმპიადის პირველი ტურისთვის ელექტრონულად გადაგზავნილი ტესტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე მიწოდებას მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით;“;

 

გ) მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების მომზადებასა და რესურსცენტრისთვის მიწოდებას;“.

 

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს, ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურისთვის შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და სწორ პასუხებს შეიმუშავებს ცენტრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ სანიკიძე