„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობის პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე საექსპლუატაციო ტყის ფონდის დადგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №355 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№434
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №434

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობის პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე საექსპლუატაციო ტყის ფონდის დადგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №355 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობის პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე საექსპლუატაციო ტყის ფონდის დადგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის № 355 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში არსებულ პერსპექტიულ სალიცენზიო 10 ობიექტზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის საექსპლუატაციო ტყის ფონდის (ახმეტის, თელავის, თიანეთის, ადიგენის, საჩხერის, ხაშურის, ქარელის, გორისა და დუშეთის სატყეო უბნების მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში არსებულ პერსპექტიულ სალიცენზიო ობიექტებზე (საერთო ფართობი 20625 ჰა)) შეზღუდულ ვადებში დადგენის მიზნით ტყის აღრიცხვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სატყეო დეპარტამენტისათვის (ორგანიზაციული კოდი 38 06 03) განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.“.

  პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური