ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №39
2008 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ
1. გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაციის – „ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის“მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავშირ „ჯანმრთელი ბავშვების“სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნველყოს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ხარჯების (საჰაერო ხომალდის სტარტი და დაშვება, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება, სატერმინალო-სატვირთო მომსახურება) ანაზღაურება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, წლის განმავლობაში სულ 3 აქცია.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე