ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №96
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ
გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაციის – „ფრიდენსდორფ-ინტერნაციონალის“მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავშირ „ჯანმრთელი ბავშვების“სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ხარჯების (საჰაერო ხომალდის სტარტი და დაშვება, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება, სატერმინალო-სატვირთო მომსახურება) ანაზღაურება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი 35 01), 2010 წლის განმავლობაში სულ სამი აქცია.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური