„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №238 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№78
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის № 238 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №238 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2008 წლის 18-21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის გამართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე –საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე –საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დავით ბაქრაძე –საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნიკა გილაური –საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი გიორგობიანი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე კვიტაშვილი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
რუსუდან კლიმიაშვილი –ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
ივანე მერაბიშვილი –საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნიკოლოზ ფრუიძე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 58-ე სესიის გამართვის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე