2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში 2009 წლის მეოთხე კვარტალსა და 2010 წლის განმავლობაში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №823
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამკიცებული „Stand-By Arrangement“(SBA) პროგრამის ფარგლებში 2009 წლის მეოთხე კვარტალსა და 2010 წლის განმავლობაში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 43 და 44 პუნქტების შესაბამისად:
1. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (შემდგომში – ფონდი) გამოთხოვილ იქნეს ფონდის SBA პროგრამის ფარგლებში 2009 წლის მეოთხე კვარტალსა და 2010 წლის განმავლობაში გათვალისწინებული მისაღები ტრანშები არა უმეტეს 294.6 მლნ SDR-ის ოდენობით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვა SBA პროგრამით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანშების ფარგლებში, 2010 წლის განმავლობაში SBA პროგრამით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად არა უმეტეს 247.3 მლნ SDR-ის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური