სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის შპს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისათვის“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №127
2008 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის შპს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისათვის“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ
1. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებისა და „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“, მოქმედს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)“ მეშვეობით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მშენებლობისა და ფუნქციონირების ვადით გადაეცეს დანართში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობის ჩვენებით, რომლებიც უნდა გამოიყოს აღნაგობის უფლებით „ბთჯ“-სა და „სკგ“-ს მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის
| მუნიციპალიტეტის დასახელება | აღნაგობის უფლებით გადასაცემი მიწის ფართობი (ჰექტრობით) | შენიშვნა |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 166.997 |
|
| ქ. რუსთავის მერია | 3.195 |
|
| მარნეულის მუნიციპალიტეტი | 37.031 |
|
| თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი | 144.822 |
|
| წალკის მუნიციპალიტეტი | 90.403 |
|
| ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 71.079 |
|
| ახალციხის მუნიციპალიტეტი | 73.825 |
|
| ადიგენის მუნიციპალიტეტი | 2.930 |
|
| სულ: | 590.282 |
|