მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №626

2009 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით პროგრამა „მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის“გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტთან“ერთად გააფორმოს სასესხო ხელშეკრულებები შემდეგ საწარმოებთან:

ა) შპს ,,რთველი 2008“-სთან – 3 663 000 (სამი მილიონ ექვსას სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სს ,,აკურასთან“– 3 663 000 (სამი მილიონ ექვსას სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს7 წელი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან,სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი, საშეღავათო პერიოდად – 2 წელი.

 

  პრემიერ-მინისტრი     ნიკა გილაური