ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№693
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 22/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №693

2009 წლის 22სექტემბერი

ქ. თბილისი

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზ ოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

    1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

   ა) 2 009 წლის 5 ნოემბრამდე უზრუნველყოს ტურისტულ რესურსებსა და კურორტებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე შესაბამისი საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნების სამონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

   ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების” (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

   2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ტურისტულ რესურსებსა და კურორტებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე დასამონტაჟებელი შესაბამისი საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების დამზადება და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი          ნიკა გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2009.
როდის იქნა მიღებული „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 22.09.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №693. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ“, №693, 22.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2108015/