საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის
ანგარიში
საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
1. საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 34 მოთხოვნა, მათ შორის „საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან“ 3 განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ 2 განცხადება; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ 6 განცხადება, სსიპ - სოციალური მომსახურების საგარეჯოს რაიონული განყოფილებიდან 1 განცხადება, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოდან“ 4 განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადან“ 1 განცხადება, „სამოქალაქო ზედამხედველობის ინსტიტუტიდან“ 4 განცხადება, ტელეკომპანია“ მე-9 არხის“ ჟურნალისტის კახა კუპატაძის 1 განცხადება და 12 მოქალაქის განცხადება; საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა. მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
2. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებული გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 34. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე – საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა; კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
3. არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვის და სხვისთვის გადაცემა.
4. საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი;
5. საკრებულოს არ მიუღია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ასევე არ მომხდარა კოლეგიური სხდომის დახურვა.
6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.
7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა.