რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 2013 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 438 (ოთხასოცდათვრამეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით – 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 436 (ოთხასოცდათექვსმეტი), ხოლო უარყოფითი პასუხით 2 (ორი) მოთხოვნა;
გ) მინისტრის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ პერსონალურ მონაცემთა ბაზა. მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მინისტრის აპარატის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) მინისტრის აპარატს არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ვ) მინისტრის აპარატმა საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი კ. კუჭუხიძე