საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №965 |
|
2013 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ვ) ადვოკატთა ტესტირების (სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულება) ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად);
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
თ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ი) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და/ან ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
დ) სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;
ვ) ადვოკატთა ტესტირების (სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულება) ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად);
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
თ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ი) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ვ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
დ) კანონპროექტებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ვ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ზ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (მიმართულება - სასამართლოებთან ურთიერთობა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
დ) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
ე) მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად);
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ზ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
თ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (მიმართულება - შიდაუწყებრივი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ვ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) საპროტოკოლო საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
დ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა)
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
დ) უცხო ენის (მათ შორის ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ჯილდოების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
12. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - რედაქტორი) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
13. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - პრესსამსახურის არქივის წარმოება) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
14. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - მასმედიასთან ურთიერთობა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიამენეჯმენტის ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში;
ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
15. საქართველოს პრეზიდენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
16. საქართველოს პრეზიდენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.