,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ტესტირების,  სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის  შექმნის შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

   2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.

   3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 20 (ოცი) საშტატო ერთეულით.

   4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

   5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის    დებულება“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.“;

ე) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები

     ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის:

  ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის  (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზი-ტოლოგიური,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

   ბ) კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოო-ანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები; 

    გ) მცენარეთა საკარანტინო და  სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;

   დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური,  რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;

  ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში  მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;

  ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები;

  ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

ვ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;“.

ზ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;“.

თ) დებულების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,2. ცენტრის მოვალეობებია:

    ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;

  ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირ ვალობა;

    გ)  დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;

  დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;

  ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

   ვ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;

    ზ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.“.

ი) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

   ა) ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება. ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა. ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება; ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში პოლიტიკის წარმართვა; ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

  ბ) ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ტრანსპორტირება; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზი-ტოლოგიური,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები;   ნიადაგის  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური,  რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებში და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას;

   გ) ფიტოსანიტარული დიაგნოსტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საანალიზო მასალის მიღება, შიდა რეგისტრაცია, მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2013.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.12.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016148.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №31, 06.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2107788/