„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-304 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე' საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №2-71 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის (სსმ,37,26/03/2009; სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.032.012.937) მე-8 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 8. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზეზებით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე, (გარდა ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსების) ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ განცხადების ვიზირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს. 2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე (გარდა ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსების) ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისთანავე წარუდგინოს უშუალო უფროსს ან/და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსები, სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე, აცნობებენ, სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსს ან/და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს. 4. მოსამსახურეს პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობისათვის ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 25 დეკემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-304. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.032.016130.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის N2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2-304, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.032.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2145932/