ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის
მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ
საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირება საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა, სულ შემოსულია 35 წერილობითი განცხადება 2 ერთეულით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან დაკავშირებით.
ანალიზით ირკვევა რომ მიმდინარე წელს იმატა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვებმა, რომლებიც ძირითადად ითხოვდნენ საკრებულოსა და
საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და აქ დასაქმებულ საჯარო მოხელეთა საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მოქმედ საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლების მომართვებს ისინი ძირითადად მოითხოვდნენ საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე განსახილველ საკითხთა სამართლებრივი აქტების პროექტებს.
აგრეთვე ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან იკვეთებოდა ინტერესი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ საჯარო ინფორმაციების მიწოდების თაობაზე.
ყველა ინფორმაცია გაცემულია კანონით დადგენილ ვადებში და საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. გოგსაძე