სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1992
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1992

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქუთათელის ქ. (ყოფ. შჩორსის) N3-ში მდებარე 341 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 980.5 კვ.მ. (მ/შ I სართული - 181.48 კვ.მ., II სართული - 183.75 კვ.მ., III სართული - 183.36 კვ.მ., IV სართული - 251.91 კვ.მ., ტერასა - 180 კვ.მ.) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 01.10.13.017.051) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ფასადს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N202245864).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)     საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ)    შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ქუთათელის ქ. (ყოფ. შჩორსის) N3-ში მდებარე 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.10.13.017.049) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით 1200 კვ.მ. ფართის სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტი;

გ) ამ განკარგულების მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე გადაცემული ქონებით (გარდა 180 კვ.მ. ტერასისა) სსიპ - ქ. თბილისის N161 საჯარო სკოლის სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2013.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 19.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1992. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016349.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1992, 19.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016349 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2156093/