1. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სააგენტოს უფროსი სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.
3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის ან შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტია გასული.
4. მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ამ გადაცდომის ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
5. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
6. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
7. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
8. მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.
9. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
10. მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და დისციპლინური წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025