1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) სააგენტოსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სააგენტოს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ;

დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა;

ე) მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დარღვევა.

3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:

ა) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამსახურის რეპუტაცია, რაც გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სააგენტოს რეპუტაციას ან სააგენტოს სხვა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად სააგენტოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025