„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.057.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №32

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:


1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულებაში” (გაზეთი „აჭარა” 20.12.06, №232 (22.737), გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) საშტატო ერთეულით.”;

ბ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტატისტიკის განყოფილება;

ბ) მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილება;

გ) ადმინისტრაციული განყოფილება;

დ) ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილება;

ე) ბუღალტერია;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილება.”;

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

ა) სტატისტიკის განყოფილება:

ა.ა) აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს, ატარებს შესაბამის კვლევებს და აწარმოებს ეკონომიკურ ანალიზს;

ა.ბ) განსაზღვრავს სტატისტიკური დაკვირვების სახეობებს, დაკვირვების ობიექტთა წრეს, პერიოდულობას, მონაცემთა წარმოდგენის ფორმასა და ვადებს;

ა.გ) ახორციელებს სტატისტიკურ მონაცემთა გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ცხრილების შემუშავებას და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

ა.დ) უზრუნველყოფს შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კომფედენციალობას, თუ ის იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას.

ბ) მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილება:

ბ.ა) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევას ქვეყნის გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;

ბ.ბ) ხელს უწყობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის რეგიონში პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობას;

ბ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთში მოწყობილ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;

ბ.დ) აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო მასალების შეგროვებას, უზრუნველყოფს სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქტების მომზადებასა და გავრცელებას;

ბ.ე) უზრუნველყოფს ტურისტული ბაზრების მარკეტინგულ კვლევებს და მათი ანალიზის საფუძველზე ახდენს შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ.ვ) ხელს უწყობს ტურიზმისა და კურორტების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო სემინარების, კონფერენციების, გამოფენა-ბაზრობების, თათბირებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას;

ბ.ზ) ახორციელებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე;

ბ.თ) აწარმოებს  სარეკლამო კამპანიებს მიზნობრივ ბაზრებზე, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

გ) ადმინისტრაციული განყოფილება:

გ.ა) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

გ.ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებასა და მოძრაობას;

გ.გ) ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულების კონტროლს;

გ.დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას;

გ.ე) კოორდინაციას უწევს საკადრო საკითხების რეგულირებაში;

გ.ვ) ახდენს აპარატის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვისა და ჩანაწერების ორგანიზებას;

გ.ზ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელ საქმეთა ფორმირებასა და გაფორმების სისწორეზე;

გ.თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებზე გადაგზავნას სათანადო რეაგირებისათვის;

გ.ი) ორგანიზებას უწევს შემოსული დოკუმენტების დროულ განხილვასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

გ.კ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, ორგანიზებას, განხორციელებას და კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოებას.

დ) ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილება:

დ.ა) შეიმუშავებს წინადადებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის თაობაზე;

დ.ბ) ახორციელებს ახალი ტურისტული პროდუქტების განახლებას და გაუმჯობესებას;

დ.გ) უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალისათვის სემინარების და ტრენინგების ჩატარებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

დ.დ) შეისწვლის ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში უცხო ქვეყნების გამოცდილებას, ახდენს მის განზოგადებას და გამოყენებას;

დ.ე) ახორციელებს სხვადასხვა სახის კვლევებს ტურისტული სერვისის ხარისხის შესახებ და ამ კვლევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს მისი გაუმჯობესების ხერხებს;

დ.ვ) უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გახდეს კონკურენტუნარიანი მომსახურების სფეროში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე;

დ.ზ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების მისასვლელებთან საინფორმაციო დაფებისა და საგზაო ნიშნულების განთავსებასა და მონიტორინგს;

დ.თ) შეიმუშავებს, ტურისტული და საკურორტო რესურსების შენარჩუნებისა და განვითარების ძირითად მიმართულებებს;

დ.ი) ამზადებს რეკომენდაციებს ტურიზმისა და კურორტების პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის თაობაზე;

დ.კ) ტურიზმის სახეების მიხედვით ახდენს ტურისტული მარშრუტების შემუშავებას;

დ.ლ) შეიმუშავებს წინადადებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის თაობაზე.

ე) ბუღალტერია:

ე.ა) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე.ბ) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;

ე.გ) ახორციელებს კონტროლს ეკონომიკურ მოვლენაზე დროულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე;

ე.დ) ახორციელებს ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;

ე.ე) უზრუნველყოფს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და კონტროლს გაცემაზე;

ე.ვ) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას;

ე.ზ) მონაწილეობს არაფინანსური, ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში და აღრიცხვაში ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს;

ე.თ) უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას;

ე.ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილება:

ვ.ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას, ტექნიკურ ზედამხედველობას და მის სრულფასოვანი ფუნქციონირებას;

ვ.ბ) ახორციელებს ინტერნეტმომსახურების ხარისხის მონიტორინგს, არეგულირებს ურთიერთობებს ინტერნეტ პროვაიდერებთან;

ვ.გ) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას და დეპარტამენტის ვებგვერზე (გვერდებზე)  განთავსებას. ასევე, განთავსებული ინფორმაციის მუდმივ  განახლებას;

ვ.დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ვებგვერდის (გვერდების) ადმინისტრირებას და მუდმივ განვითარებას. ასევე, მის პოპულარიზაციას სოციალური მედიატექნოლოგიების გამოყენებით;

ვ.ე) უზრუნველყოფს ვებგვერზე (გვერდებზე) განთავსებულ ინფორმაციასთან მომხმარებლების წვდომას და შეუფერხებელ მუშაობას;

ვ.ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას,  პროგრამულ უზრუნველყოფას და  მათ  განახლებას;

ვ.ზ) ახორციელებს რეგიონის პოპულარიზაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების და ონლაინპროექტების გამოყენებით;

ვ.თ) ახორციელებს დეპარტამენტის მიერ ინტერნეტსივრცეში განხორციელებული აქტივობების კონტროლსა და მონიტორინგს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2013.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.32.057.016149.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის N90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №32, 25.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2163595/