ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №134
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 1 344 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ზუგდიდის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა;
ბ) ქ. ზუგდიდის №2 საშუალო სკოლის კეთილმოწყობა.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. გოროზიას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთი, ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები).
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 13.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №134. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №134, 13.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2167383/