საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1884-რს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.017292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 125-ე მუხლის:

    ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;

   ბ) შენიშვნის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-4, 72, მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

  4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-6, 62, მე-7, 7და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.“.

   2. 290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუკი იგი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 500 ლარის ოდენობის ჯარიმას, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებულია 1 წლის ვადით, ის გადაიხდის დამატებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას.“.

 

  მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული უკუძალა არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ ნორმებზე.

 

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2013 წ.

N1884-რს