საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს კანონი |
1. 1152 მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
2. 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5−მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
3. 123-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
1. პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
2. პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, 451 მუხლით ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდეს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
3. იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო აქვს შეჩერებული, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭოს.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტოს ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს იმავე ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე.
4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება ვრცელდება, მათ შორის, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაზე.
2. პირი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა ადმინისტრაციულსახდელდადებულად.
მუხლი 6
1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღსადგენად და მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მისანიჭებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვარს უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მინიჭება.
მუხლი 7. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1343-IVმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
- მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა
- მუხლი 1152. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1343-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.102923.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1343-IVმს-XIმპ, 17.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102923 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6702774/