ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელსაც აღნიშნული სახის სახდელი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა.
2. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 ან 4211 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე.
ამ კანონის ამოქმედებისთანავე, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც:
ა) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2020 წლის 23 მაისამდე ჩაიდინა;
ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა;
გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ |

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.
ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა;
გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.
მუხლი 5🔗
ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N923-VIმს-Xმპ