ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5446-Iს
სარეგისტრაციო კოდი
020080000.05.001.019676
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 1 ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

მუხლი 2 

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ იმავე მუხლით განსაზღვრული ის ფიზიკური პირები, რომლებზედაც 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცა. 

მუხლი 3

1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2019 წ.

N5446-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2019.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 10.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5446-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 020080000.05.001.019676.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, №5446-Iს, 10.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 020080000.05.001.019676 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4726371/