ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2010 წლის 1 აგვისტომდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ადმინისტრაციული სახდელისაგან, ისე საურავისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება ვრცელდება როგორც ადმინისტრაციული სახდელის, ისე საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან განთავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№ 3757–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“?
- „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“ მიღებულია 26.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3757-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 020080010.05.001.016049.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“, №3757-IIს, 26.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 020080010.05.001.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1081078/