ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც აღნიშნული სახის ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა.
2. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება.
1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
2. იმ პირის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის თანახმად შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N926-VIმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2021.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 07.09.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №926-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020080020.05.001.020390.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, №926-VIმს-Xმპ, 07.09.2021, სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.020390 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5199315/