ამნისტიის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს.
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003− 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.
2. ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედებაც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003− 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებასთან და 2011 წლის 1 ნოემბრისთვის ეს ქმედება არ არის შეწყვეტილი.
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დღისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან მიმდინარეობის მიუხედავად, აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებულ პირებზე. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით გადახდილ ჯარიმებზე.
სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე.
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი პროკურორი.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებას, რომლის საფუძველზედაც განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება, უკავშირდება ნამდვილი ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურება, ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება არ დაიშვება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 20 აპრილი.
№2957–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5307 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003–2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.
1.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003− 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.№2957–Iს
კანონპროექტები პარლამენტში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამნისტიის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „ამნისტიის შესახებ“?
- „ამნისტიის შესახებ“ მიღებულია 20.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2957. სარეგისტრაციო კოდი — 080.050.000.05.001.003.993.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამნისტიის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.11.2011-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ამნისტიის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- იგეგმება თუ არა „ამნისტიის შესახებ“-ში ცვლილებები?
- საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია 1 კანონპროექტი, რომელიც ამ აქტის შეცვლას ითვალისწინებს (უახლესი დარეგისტრირდა 04.06.2024).
- სად არის „ამნისტიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“, №2957, 20.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 080.050.000.05.001.003.993 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91528/