„ამნისტიის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, ამცირებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი და მსჯავრდებული პირებისათვის.
1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.
2. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.
3. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისათვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
1. ამ კანონის საფუძველზე არ ხდება დამატებითი სასჯელების შემცირება.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება პირობით მსჯავრზე.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.
1. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, შესრულდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 20 ნოემბერი.
№2113–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამნისტიის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „ამნისტიის შესახებ“?
- „ამნისტიის შესახებ“ მიღებულია 20.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2113. სარეგისტრაციო კოდი — 100.000.000.05.001.003.745.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ამნისტიის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ამნისტიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“, №2113, 20.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 100.000.000.05.001.003.745 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90634/