ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3089-IIს
სარეგისტრაციო კოდი
020080010.05.001.017620
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ
 მუხლი 1

 ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

 

 მუხლი 2

 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილებზე.

 

 მუხლი 3

 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

 2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

 

 მუხლი 4

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3089-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2015.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“?
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 19.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3089-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 020080010.05.001.017620.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, №3089-IIს, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 020080010.05.001.017620 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2742276/