ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლება, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომლის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში ჩაიდინა, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.
1. პირის ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის აღუსრულებელ ნაწილზე.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირის ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება.
3. ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თბილისი, 12 ივლისი 2021 წ. N726-Vრს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 12.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №726-Vრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020080020.05.001.020355.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, №726-Vრს-Xმპ, 12.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.020355 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5212530/