ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ამ კანონის მიზანია ამავე კანონში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
პირი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და იმავე კოდექსის 1252 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს ქმედება 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინა, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილმა პირმა და მის მიმართ ეს დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
3. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირს იმავე მუხლში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6787-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 14.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6787-რს. სარეგისტრაციო კოდი — 020080020.05.001.019961.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, №6787-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.019961 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4921053/