ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5368-IIს
სარეგისტრაციო კოდი
020080010.05.001.016520
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111221004, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გა ნ თავისუფლების შესახებ

    მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირ თა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გა ნ თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ. 421) 532 , 641  და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 821  მუხლებით, 822  მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1282  მუხლის პირველი−მ ე-3 ნაწილებით ა და 1283  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევ ები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

    მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან გა ნ თავისუფლება გულისხმობს:

ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 532 , 77-ე, 82-ე და 821  მუხლებით, 822  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილ ებ ით, 1282  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით ა და 1283  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გა ნ თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან;

ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ფიზიკური პირის გა ნ თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან;

გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ა და 822  მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ფიზიკური პირის ა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გა ნ თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან გა ნ თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ის აღუსრულებელ ნაწილზე.

    მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გა ნ თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან .

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5368- II