ბ.ვ.გ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების განათლების დონის ამაღლება.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2013 წლის 27 დეკემბერი ქ.სიღნაღი |
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 329,0 ათასი ლარით
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2203,0 ათასი ლარით
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2843.6 ათასი ლარით
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 282,4 ათასი ლარით
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
|
2. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული რედაქციით
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით მაშველთა ოპერატიული მოქმედებისთვის ხელშეწყობა;
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის მზადყოფნა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების და ხელფასების ანაზღაურებაში.
მუნიციპალიტეტის სამაშველო საქმიანობის გაუმჯობესება, მაშველთა შეუფერხებელი, ოპერატიული გადაადგილება. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია, ზარალის მინიმიზაცია.
დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა, სახანძრო შემთხვევებით გამოწვეული ზარალის შემცირებული რაოდენობა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელშეწყობა;
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება,არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია;
საქართველოს სამხედრო ძალებში ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით შევსების მაღალი მაჩვენებელი,
ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული თვითშეგნების დონის ამაღლება.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული უკვე რეაბილიტირებული გზების მოვლა შენახვა, კვლავ გაგრძელდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, მოასფალტება. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა;
რეაბილიტირებული და ახალი გზების ზრდა;
გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მგზავრთა გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა;
ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სოფ. ქვ. ბოდბიდან ქალაქ წნორის მიმართულებით მარშრუტის მომსახურების თანადაფინანსება. აღნიშნული მომსახურებით უშუალოდ ისარგებლებენ სოფლების: ქვ. ბოდბის, ზემო ბოდბის, ბოდბისხევის და ქალაქ წნორის მოსახლეობა.
ადგილობრივი მარშრუტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა;
მუნიციპალური ტრანსპორტით გადაყვანილი კმაყოფილ მგზავრთა რაოდენობა გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება.
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია და ახალი სისტემების მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა;
ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია;
მუნიციპალიტეტში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებები. მიმდინარე წელს თითქმის მთლიანად დასრულდება ახალი წყლის მილებით წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახალი ჭაბურღილების მოწყობა, არსებულ ჭაბურღილებზე ტუმბოს მოწყობის სამუშაოები, კერძოდ სოფელ ანაგაში სათავე ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება;
მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები;
რეაბილიტირებული წყლის სისტემების რაოდენობა
სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების არსებული ქსელების ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი წერტილების მოწყობა.
განათებული ქუჩების რაოდენობა, განათების ინტენსივობა, განათებულ ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილება, კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება.
მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების განათებული ქუჩების ზრდა.
გ.ა.ა) მიზანი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება;
გ.ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოები.
გ.ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
გაუმჯობესებული სანიტარული და ეკოლოგიური პირობები.
გ.ა.დ) შეფასების ინდიკატორი:
საცხოვრებელი კორპუსების და მათი მიმდებარე ტერიტორიების ჩამდინარე წყლების მართვა.
გ.ბ.ა) მიზანი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოები, ქალაქების და სოფლების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ადმინისტრაციული შენობის დაცვა-დასუფთავების ღონისძიებები.
გ.ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.დ) შეფასების ინდიკატორი:
ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის ზრდა.
პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას, შადრევანის და დასასვენებელი პარკების, სკვერების და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობას.
ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, კეთილმოწყობილი გარემო, მოვლილი, გამწვანებული სკვერები და გაზონები, მოსახლეობის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება.
მოწესრიგებული შადრევნები, მოვლილი გამწვანება სკვერებსა თუ სხვადასხვა რეკრეაციულ ზონებში; რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის განათლების ასიგნებები 801,7 ათასი ლარის ოდენობით.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომავალ წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფონქციონერებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
სკოლამდელი განათლების ღიაობა და ხელმისაწვდომობა ყველასათვის.
მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი გარემოს ჩამოყალიბება.
მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.
საბავშვო ბაგა-ბაღების საქმიანობის ხელშეწყობა.
საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა;
საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდა, აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა.
სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღები, სწავლების დონის მაღალი მაჩვენებელი
საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესების მიმართ პოზიტიურად განწყობილ მშობელთა რაოდენობა.
თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისათვის განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა;
თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის მიერ საკუთარი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა;
მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების და თანაბარ კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა,
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებად სხვადასხვა წრეებში გაერთიანებული 200 მოსწავლისათვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფას.
დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების ხელფასების დაფინანსებას და ხელშეწყობას;
გამოვლინდებიან ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები;
მოსწავლეების მოტივაციის დონის ამაღლება;
სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების კვლდაკვალ აუცილებელია როგორც სპორტული, ასევე კულტურული ტრადიციების დაცვის და ღირსეული გაგრძელების ღონისძიებების ხელშეწყობა. რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებას და ღირსეულ გაგრძელებას.
პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგთა ხელშეწყობაზე და ა. შ..
მოსწავლე ახალგაზრდებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას და ხელშეწყობას.
შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი აქტიური ჩართვა შესაბამისი განათლების მისაღებად.
წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება
ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება - პოპულარიზაცია;
მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ხელშეწყობა;
წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით;
ბიბლიოთეკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება ;
საბიბლიოთეკო კვირეულის ჩატარება;
ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის ხელშეწყობა;
არსებული ექსპონატების დაცვა;
მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა მუზეუმების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მკითხველის დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა;
მუზეუმების პოპულარიზაცია.
ბ.დ)
შეფასების ინდიკატორი:
ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა;
მუზეუმებში მოწყობილი გამოფენების და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა. |
განსაკუთრებული წარმატებების მქონე მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი 5 სამუსიკო სკოლის 400 მოსწავლის და ერთი კომპლექსური სასპორტო სკოლის 160 მოსწავლის შესაბამისი განათლების მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას, სხვადასხვა სპორტული სექციების და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტსმენებისთვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
მოსახლეობაში ქართული კულტურისა და ტრადიციების განვითარება,
მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში,
ხელოვნების და ტრადიციების აღორძინება,
კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა,
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება
კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში მიღწეული წარმატებები.
სპორტსმენთა წარმატებული შედეგები რეგიონალურ და რესპუბლიკურ ტურნირებში.
ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა,
კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა,
სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა.
წარმატებულ სპორტსმენთა რაოდენობა.
თეატრისა და კულტურის პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“, ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლების, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და წრეების, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თეატრისთვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები, ქართული ფოლკლორის საღამოები.
ითვალისწინებს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“ ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლების, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და წრეების სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქვეყნის გარეთ.
ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი;
მუნიციპალიტეტის ხელოვანთა მიღწევები.
ახალგაზრდა თაობაში შრომის, მართვის უნარ - ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა .
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრინინგ-სემინარები, ფორუმები, სესიები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა);
შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, ფესტივალები, სპექტაკლები და სხვა);
ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა;
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობების კვირეული, სეზონურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში შეღავათების დაწესება და სხვა);
სხვა ღონისძიებები.
ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალ დონეზე განხორციელებული პროექტები;
ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა;
ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობების ზრდა;
ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში.
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა;
წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა ;
საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდობა.
(პროგრამული კოდი---------06 00).
პროგრმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ,, საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება,
დაავადების გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება,
მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა,
ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადების და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა.ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება----06 01 02.
|
ა.ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება.
|
ა.ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიღწევა და მოსახლეობაში ჯანმრთელი კონტიგენტის ხვედრითი წონის მატებაა. აგრეთვე მისი მიზანია ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და შესაბამისად კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით.
ა.ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლების დონის გაზრდა; დაავადებების პრევენცია;
ა.ა.დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფექციური და გადამდები დაავადებებისგან დაცული მოსახლეობა. მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დაავადებების შემცირებული მაჩვენებელი
|
პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მოსახლეობაში იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის და შაქრიანი დიაბეტის ადრეული გამოვლენის ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს აღნიშნული დავადებების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში დაავადების დროულ გამოვლენას.
ბ.ა)
ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა--------06 02 01;
|
ბ.ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ავადმყოფი მოქალაქეების და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ბ.ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ავადმყოფი მოქალაქეების და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე თითოეულ ავადმყოფზე ოპერაციების ხარჯების დაფინანსება 1000 ლარამდე.
ბ.ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
|
ბ.ა.დ) შეფასების ინდიკატორი: პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა.
|
ბ.ბ.ა) მიზანი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ბ.ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარტოხელა დედების სოციალური დაცვა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება, ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარება, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები;
ბ.ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
ბენეფიციართა არსებითი საჭიროებითა და საარსებოდ აუცილებელი სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა.
ბ.ბ.დ) შეფასების ინდიკატორი:
მოსახლეობის გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა;
არსებითი საჭიროებითა და საარსებოდ აუცილებელი სოციალური სერვისებით უზრუნველყოფილთა რაოდენობა.
ბ.გ)
უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება-06 02 03;
ბ.გ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და სხვა უწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტება და მათი გამოკვება.
|
ბ.გ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფას.
|
ბ.გ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კვებით უზრუნველყოფილი ბენეფიციარები;
ბ.გ.დ) შეფასების ინდიკატორი: ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება.
|
ბ.დ)
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები----06 02 04;
ბ.დ.ა) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღებას. თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია აღნიშნული ოჯახებისათვის თანაგრძნობის გამოხატვა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის შესაბამისი პატივის მიგება.
|
ბ.დ.ბ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოქალაქეთა დახმარება, ყურადღებისა და თანადგომის გამოხატვა.
|
ბ.ე)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა----06 02 05.
ბ.ე.ა) განსახორციელებელი ღონისძიებები: გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
|
ბ.ე.ბ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
|
ბ.ე.გ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში შობადობის ამაღლება.
|
ბ.ვ)
სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების დახმარება
ბ.ვ.ა) განსახორციელებელი ღონისძიებები: გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების დასახმარებლად თითოეულზე სწავლის საფასურის 50%-ის ოდენობით.
ბ.ვ.ბ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები წარჩინებული სტუდენტების ხელშეწყობა.
|
ბ.ვ.გ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების განათლების დონის ამაღლება.
|