1. გამჭვირვალობისა და ფერის განსაზღვრა – უფერული მინის მშრალ სინჯარაში ათავსებენ ცხიმს, ადნობენ წყლის აბაზანაზე და განსაზღვრავენ გამჭვირვალობას. შემდეგ აცივებენ 15-200C ტემპერატურამდე, განსაზღვრავენ ფერს და ელფერს არეკლილ დღის შუქზე.
2. სუნის განსაზღვრა – ცხიმს წაუსვამენ თხელი ფენით მინის ფირფიტაზე (სასაგნე მინა) და განსაზღვრავენ სუნს.
3. ცხიმის კონსისტენციის განსაზღვრა – ხდება ოთახის ტემპერატურაზე ცხიმზე შპადელის დაწვეთებით.
4. გარდატეხის კოეფიციენტის განსაზღვრა – ხდება უნივერსალური რეფრაქტომეტრის დახმარებით 400C ტემპერატურაზე ხელსაწყოზე დართული ინსტრუქციის თანახმად.
5. ზეჟანგების განსაზღვრა – სინჯარაში ათავსებენ დაახლოებით 5 გ გალღობილ ცხიმს, შემდეგ უმატებენ თანმიმდევრობით 2-3 წვეთ ახალი სისხლის 5%-იან წყალხსნარს, 5-8 წვეთ გვოიაკის ფისის 5%-იან სპირტიან ხსნარს და 5 მლ თბილ წყალს. სინჯარას ანჯღრევენ და განსაზღვრავენ შიგთავსის ფერს. ცხიმში ზეჟანგების არსებობის დროს ნარევი შეიფერება ინტენსიურ ცისფრად.
6. ზეჟანგის რიცხვის განსაზღვრა – კოლბაში ათავსებენ 1-2 გ ცხიმს (0.01 გ-მდე სიზუსტით). ცხიმს ადნობენ წლის აბაზანაზე, ხსნიან ნარევში, რომელიც შედგება 7,5 მლ ყინულოვანი ძმრის მჯავისა და 5 მლ ქლოროფორმისაგან. მიღებულ ხსნარს უმატებენ 1 მლ ახალმომზადებულ იოდოვანი კალიუმის ნაჯერ წყლიან ხსნარს. კოლბას უკეთებენ საცობს და ანჯღრევენ 5 წუთს. უმატებენ 60 მლ წყალს, ასხამენ აგრეთვე 1 მლ სახამებლის 1%-იან ხსნარს, რის შემდეგაც ხსნარი იძენს ლურჯ ფერს. შემდეგ აწარმოებენ დატიტვრას ჰიპოსულფატის 0.01 N ხსნარით ლურჯი შეფერვის გაქრობამდე. საკონტროლო ცდისათვის იღებენ რეაქტივების იგივე რაოდენობას, მაგრამ უცხიმოდ.
7. ზეჟანგის რიცხვს ანგარიშობენ ფორმულით:
სადაც: a – 0,01 N ჰიპოსულფიტის რაოდენობაა, დახარჯული ცხიმიანი ხსნარის დასატიტრად (მლ) δ ; – იგივე საკონტროლო ცდაზე; 0,00127 – იოდის რაოდენობა, რომელსაც აკავშირებს 1 მლ ჰიპოსულფიტის 0,01 N ხსნარი; M – ცხიმის წონა (გ).
8. რეაქცია ნეიტრალური წითლით – 1 გრამამდე მასის ცხიმის სინჯს ათავსებენ საათის მინაზე და უმატებენ 1 მლ ნეიტრალური წითლის 0,1%-იან ხსნარს, რის შემდეგაც გულმოდგინედ ურევენ. საღებავს ღვრიან და ერთდროულად რეცხავენ წყლით, შემდეგ საზღვრავენ ცხიმის ფერს. ახალ ცხიმი ყვითელია ან მოყვითალო – ყავისფერი, სიახლეზე საეჭვო – მოყავისფრო – ვარდისფერი, ძველი მოვარდისფრო – წითელი.
შენიშვნა: რეაქცია უფრო მეტად გამოიყენება ადვილდნობად ცხიმებზე.
9. ალდეჰიდების განსაზღვრა:
ა) რეაქცია ფლოროგლუცინით აცეტონში – სინჯარაში ათავსებენ 3-5 გ ცხიმს, ცხიმს ადნობენ, უმატებენ ასეთივე მოცულობის ფლოროგლუცინის ხსნარს აცეტონში და 2-3 წვეთ კონცენტრულ გოგირდმჟავას. სინჯარას ანჯღრევენ, ალდეჰიდების არსებობისას ჩნდება მოალუბლისფრო – წითელი შეფერვა.
ბ) რეაქცია რეზორცინით ბენზოლში – სინჯარაში ათავსებენ 3-5 გ ცხიმს, ცხიმს ადნობენ, უმატებენ ასეთივე მოცულობის კონცენტრულ მარილმჟავას და ასეთივე რაოდენობის რეზორცინის ნაჯერ ხსნარს ბენზოლში. ალდეჰიდების არსებობისას შიგთავსი ღებულობს წითელ-იისფერ შეფერვას ან ცხიმთან სითხეების საზღვარზე ჩნდება ასეთივე ფერის რგოლი.
10. მჟავიანობის რიცხვის განსაზღვრა – კოლბაში ან ქიმიურ ჭიქაში წონიან 2 გ-მდე ცხიმს (0,01 გ სიზუსტით), დგამენ მას წყლის აბაზანაზე და მასში ასხამენ 20 მლ სპირტ-ეთერის ნეიტრალურ ნარევს 1 : 2 შეფარდებით. მიღებულ ხსნარს უმატებენ 3-5 წვეთ ფენოლფტალეინის 1%-იან სპირტიან ხსნარს, რის შემდეგ მას სწრაფად ტიტრავენ 0,1 N მწვავე კალიუმით ერთი წუთის განმავლობაში არაქრობადი ვარდის შეფერვის წარმოშობამდე. გაანგარიშებას აწარმოებენ ფორმულით:
სადაც X – მჟავიანობის რიცხვია; a – ტიტრაციაზე დახარჯული 0,1 N მწვავე კალიუმის რაოდენობა, 5,61 – მწვავე კალიუმის მგ რაოდენობა, რომელსაც შეიცავს 1 მლ 0,1 N ხსნარი, M – ცხიმის წონა (გ).
შენიშვნა: სპირტ-ეთერის ნარევს წინასწარ ანეიტრალებენ, მას უმატებენ რამდენიმე წვეთ ფენოლფატალეინის 1%-იან ხსნარს და ტიტრავენ 0,1 N მწვავე კალიუმით ან ნატრიუმით სუსტი ვარდისფრის წარმოქმნამდე.
11. მინარევების განსაზღვრა – სინჯარაში ასხამენ 3-4 მლ გამოსაცდელ გალღობილ ცხიმს და ათავსებენ მას მაცივარში 2-60C ტემპერატურაზე 3-4 წუთის განმავლობაში. გამყარების სხვადასხვა ტემპერატურის შედეგად ხდება ცხიმის გაყოფა სახეების მიხედვი