1. მაჩვის კეთილხარისხიანი ცხიმი ღია ყვითელი ფერისაა, აქვს სპეციფიკური სუნი. გალღობილი სახით გამჭვირვალეა. მისი დნობის ტემპერატურაა 21-230C, გამყარებისა 8-100C, რეფრაქციის კოეფიციენტი 400C ტემპერატურაზე 1,4562-1,4564 ფარგლებშია, ხვედრითი მასა 0,903, მჟავიანობის რიცხვი არა უმეტეს 1,5, ხოლო ზეჟანგის რიცხვი 0,11. რეაქციები ალდეჰიდებსა და ზეჟანგებზე უარყოფითია.
2. ზაზუნას კეთილხარისხიანი ცხიმი ღია ყვითელი ფერისაა, სპეციფიკური სუნით, ოთახის ტემპერატურაზე თხევადია, გამჭვირვალე. მისი დნობის ტემპერატურაა 13-160C, გამყარებისა – 80C, რეფრაქციის კოეფიციენტი 400C-ზე – 1,467-1,468, ხვედრითი მასა 0,901, მჟავიანობის რიცხვი არა უმეტესი 0,91-სა, ზეჟანგის რიცხვი – არა უმეტეს 0,05. რეაქცია ალდეჰიდებსა და ზეჟანგებზე უარყოფითია.
3. მაჩვის და ზაზუნას არაკეთილხარისხიანი ცხიმები მღვრიეა გამოხატული მძაღე სუნით. ზეჟანგის რიცხვი ზაზუნას ცხიმისათვის 0,06-ია, მაჩვის ცხიმისათვის – 0,12. რეაქცია ზეჟანგებისა და ალდეჰიდების არსებობაზე დადებითია. რეაქცია ნეიტრალური წითლით მაჩვის ცხიმში იძლევა მოყვითალო-ყავისფერს, ხოლო ზაზუნას ცხიმში – მოყავისფრო-ვარდისფერს. მჟავიანობის რიცხვი მაჩვის ცხიმისა 1,6-ზე, ხოლო ზაზუნასი 1,0-ზე მეტია. არაკეთილხარის-ხიან ცხიმს გზავნიან უტილიზაციაში.
4. ძროხის კეთილხარისხიან ცხიმს აქვს მაგარი კონსისტენცია, ღია-ყვითელი ან ყვითელი ფერი, სპეციფიკური სუნით, გალღობილი სახით გამჭვირვალეა, მისი დნობის ტემპერატურა 42-450C, გამყარებისა 27-350C, გარდატეხის მაჩვენებელი 400C-ზე 1,4540-1,4583. ხვედრითი მასა 0,923-0,933, მჟავიანობის რიცხვი 1,2-3,5, ზეჟანგის რიცხვი არა უმეტესი 0,05-სა.
5. ცხვრის კეთილხარისხიანი ცხიმი მაგარი კონსისტენციისაა, თეთრი ან სუსტიყვითელი ფერის. სუნი და გემო სპეციფიკური აქვს, გალღობილი სახით გამჭვირვალეა, მისი ხვედრითი მასაა 0,932-0,961. დნობის ტემპერატურა 44-450C, გამყარებისა 32-400C, გარდატეხის მაჩვენებელი 400C-ზე 1,4566-1,4583. მჟავიანობის რიცხვი 3,5-მდე, ზეჟანგის რიცხვი არა უმეტეს 0,06-სა.
6. ღორის კეთილხარისხიანი ცხიმის კონსისტენცია მალამოსნაირია, ფერი თეთრი ან მოყვითალო ელფერით, სუნი და გემო – სპეციფიკური. გალღობილი სახით გამჭვირვალეა. მისი ხვედრითი მასა 0,931-0,938, დნობის ტემპერატურა 30-400C, გამყარებისა 26-300C. გარდატეხის მაჩვენებელი 400C-ზე. 1,4536. მჟავიანობის რიცხვი – არა უმეტეს 3,0, ზეჟანგის რიცხვი – არა უმეტესი 0,06.
7. ძროხის, ცხვრის და ღორის სიახლეზე საეჭვო ცხიმებს აქვს მომუქო რუხი ფერი, ზოგჯერ მოყავისფრო ელფერით, სუნი – შმორის, მძაღე ან სტეარინისნაირი, გემო მძაფრი მომძაღო. გალღობილი სახით მღვრიეა, ცხიმის ზედაპირი სველია და წებოვანი, მჟავიანობის რიცხვი 3,5-ზე მეტია, ზეჟანგის რიცხვი 0,07-0,1, რეაქციები ზეჟანგებისა და ალდეჰიდების არსებობაზე დადებითია, ისევე როგორც ღორის ცხიმისა ნეიტრალურ წითელთან. სიახლეზე საეჭვო ცხიმები ექვემდებარება გადადნობას და შემდგომ გამოკვლევას.
8. ძროხის, ცხვრის და ღორის გაფუჭებული ცხიმები მუქრუხი ფერისაა, ზოგჯერ ყავისფერი ელფერით, სუნი აქვს გამოხატული შმორის ან სიმძაღის. ცხიმის ზედაპირი წებოვანია, გალღობილი სახით ცხიმი მღვრივეა. რეაქციები ზეჟანგებისა და ალდეჰიდების არსებობაზე, ხოლო ღორის ცხიმში აგრეთვე ნეიტრალური წითლით – დადებითია. მჟავიანობის რიცხვი 5,0-ზე მეტია, ზეჟანგის რიცხვი 0,1-ზე მეტ