ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების და მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №378
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების და მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული „ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ორგანიზებისა და დროული რეაგირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი: 35 23 07) ფარგლებში შესყიდული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გადაეცეთ უწყებებს №1 დანართის შესაბამისად და საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით გადაეცეთ ორგანიზაციებს №2 დანართის მიხედვით.
2. მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიზნით ცენტრის მიერ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი: 35 23 02) ფარგლებში შესყიდული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გადაეცეთ უწყებებს №3 დანართის შესაბამისად და საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით გადაეცეთ ორგანიზაციებს №4 დანართის მიხედვით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიძებები ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტების შესრულების მიზნით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი №1
| № | უწყების დასახელება | ავტომობილის მოდელი | რაოდენობა |
| 1 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | ჰიუნდაი H1 | 12 |
| 2 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | ჰიუნდაი H1 | 2 |
| 3 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | ჰიუნდაი H1 | 1 |
დანართი №2
| № | დაწესებულების დასახელება | ავტომობილის მოდელი | რაოდენობა |
| 1 | შპს „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 03“ |
ჰიუნდაი H1 |
11 |
| 2 | აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა | ჰიუნდაი H1 | 1 |
| 3 | სს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. სამედიცინო ეროვნული ცენტრი“ | ჰიუნდაი H1 ტოიოტა ,,ლენდკრუიზერი” |
3 1 |
დანართი №3
| № | უწყების დასახელება | ავტომობილის ტიპი | რაოდენობა |
| 1 | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | უაზი | 10 |
| 2 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | უაზი | 3 |
დანართი №4
| № | დაწესებულების დასახელება | ავტომობილის ტიპი | რაოდენობა |
| 1 | შპს „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 03“ |
უაზი |
2 |