საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (35)
შემდგომი ცვლილებები (33)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №42 |
|
2014 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24–ე მუხლის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში - სასაზღვრო პოლიცია) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად (დანართი N1-50; N52-62). |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს:
ა) სამინისტროს სისტემაში (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N51); ბ) სასაზღვრო პოლიციაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N63).
|
| მუხლი 3 |
განისაზღვროს:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები (დანართი N64); ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სხვა დანამატები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N65). |
| მუხლი 4 |
სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს 8 (რვა) ლარის ოდენობით, ხოლო სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა – 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 5 |
სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:
ა) 25 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს; ბ) 9 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა. |
| მუხლი 6 |
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მივლენილ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს გაცემის წესი და ოდენობა განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 7 |
1. დაუწესდეს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე - 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე - 10%; გ) 5-დან 10 წლამდე –15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%. 2. დაუწესდეს სასაზღვრო პოლიციელს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე - 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე - 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 -იდან 15 წლამდე – 20%; ე) 15 წელი და მეტი - 25 %. 3. საჯარო მოხელეს და სსიპ-ის სამოქალაქო პირს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში მინისტრის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამინისტროს სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი. 4. წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს: სამხედრო ან სპეციალური წოდებით სამხედრო, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაწესებულებებსა (იუსტიციის სამინისტრო; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო; დაზვერვის სამსახური; თავდაცვის სამინისტრო) და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ადგილებზე ნამსახურობის პერიოდები. ასევე შესაძლებელია ჩაითვალოს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პერიოდი. |
| მუხლი 8 |
1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს სამინისტროს შესაბამის საფინანსო სამსახურში.
2. სამინისტროს შესაბამისმა საფინანსო სამსახურებმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელონ შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. |
| მუხლი 9 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“. |
| მუხლი 10 |
1. ბრძანება, გარდა მე–7 მუხლის მე–4 პუნქტისა და N35 დანართისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
2. ბრძანების მე–7 მუხლის მე–4 პუნქტი და N35 დანართი ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა: ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები ანაზღაურდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.
1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები: ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმომადგენლის მიერ სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა. აგრეთვე, სავალდებულოა დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზრაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.
2. განთავსების ხარჯები: ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამინისტროს წარმომადგენლის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები. პირველადი მოწყობის ხარჯების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენელს აუნაზღაურდება ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
3. შენახვის ხარჯები: შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გადასახდელს, მათ შორის: ა) წარმომადგენლობით ხარჯებს; ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის, მოვლა-შენახვის (მათ შორის, საწვავი) და ექსპლუატაციის სხვა ხარჯებს; გ) ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს.
4. მოკლევადიანი მივლინება: მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში წარმომადგენელს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. კუთვნილი შვებულება: წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
6. დამატებითი ხარჯი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია განხორციელდეს დამატებითი წარმომადგენლობითი ხარჯების გამოყოფა. პირველადი მოწყობის ხარჯები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა: სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, პირველადი მოწყობის ხარჯების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლების მიერ საჭირო ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტის კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულისათვის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხებს აანაზღაურებს სამინისტრო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომლებიც ქვედანაყოფებთან ერთად გასული არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სპეციალური ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით) ყოველდღიური ანაზღაურების სახით ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით.
2. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს (მრჩეველს) დაუწესდეს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 820 ლარის ოდენობით. 3. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოებზე ეძლევათ დანამატები შემდეგი ოდენობით:
4. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოწმებისა და შეკეთების განყოფილების თანამშრომლებს დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატები შემდეგი ოდენობით:
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით ეძლევა შემდეგი დანამატი: ა) სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში მონაწილეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 2 ლარი; ბ) ზღვაში სასაზღვრო პოლიციური ოპერაციის ჩატარებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 1 ლარი; გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში პატრულირებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 2 ლარი; დ) პატრულირების შეზღუდული მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.50 ლარი; ე) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და სხვ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0.50 ლარი. 6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ყოველი ერთი საათის განმავლობაში წყალქვეშ შესრულებული სამუშაოსათვის ეძლევა დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 10 მეტრ სიღრმემდე – 50 ლარი; ბ) 10 მეტრზე და უფრო ღრმად – 100 ლარი. 7. უცხო სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები
შენიშვნა: 1. მივლინებაში მყოფი პირი შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად ვალდებულია წარმოადგინოს ბინის დაქირავების ხელშეკრულება. 2. ამ პუნქტით დადგენილი ნორმის ფარგლებში სამედიცინო დაზღვევის თანხის ანაზღაურება ხდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით. 3. მივლინებული მეკავშირე ოფიცრის როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების ანაზღაურება ხდება წინასწარ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3850 (სამი ათას რვაას ორმოცდაათი) ფუნტს. 4. გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მეკავშირე ოფიცრის მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. 5. მივლინებულ მეკავშირე ოფიცერსა და მისი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება: ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – საქართველოში/საქართველოდან მგზავრობის ეკონომკლასის ბილეთების ღირებულება; ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების, აგრეთვე მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯები, ხოლო პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები - არაუმეტეს 200 (ორასი) ფუნტის ოდენობით. 6. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან მივლინების ვადის გასვლის გამო მეკავშირე ოფიცრის გამოწვევა სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში. 7. შენიშვნის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მეკავშირე ოფიცერს მიეცემა ამ პუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. 8. თუ მეკავშირე ოფიცრის მივლინების შეწყვეტა ხდება დისციპლინური გადაცდომის ან პირადი განცხადების საფუძველზე, იგი ვალდებულია დააბრუნოს წინასწარ გაცემული ბოლო თვის შენახვის ხარჯები მივლინების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი დღეების გათვალისწინებით.
|