„ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №150

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 „ბაქო‑თბილისი‑ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

1.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27–ე მუხლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო‑თბილისი‑ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა‑თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია‑რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების მე- 6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თანათავმჯდომარე);

დიმიტრი ქუმსიშვილი‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

ქეთევან სალუქვაძე‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

ოლეგ ბიჭიაშვილი‑ სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2. საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორს „ბაქო‑თბილისი‑ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ“ დადებული მრავალმხრივი შეთანხმების მე‑6 მუხლით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერ‑მინისტრი                                                    ბ. ივანიშვილი