საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№566
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №566

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივ­თის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაეცეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (დანართის თანახმად)* თხოვების ფორმით, 5 წლის ვადით კერძო სამართლის სუბიექტებს.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველ­ყონ ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღო­ნის­ძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

 

*. დანართი არ ქვეყნდება