ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განსაზღვრისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1054
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განსაზღვრისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ,,გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განისაზღვროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გ. ხაჩიძეს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებს შორის.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური