ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის (საქართველო) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1941
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 19/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1941

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის (საქართველო) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24‑ე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს უფლება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო), კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქაჩ სადგურ 2‑თან მისასვლელი გზის გასწვრივ (ქ. თეთრიწყარო, მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდი: №84.01.31.095, №84.01.31.096, №84.01.31.097, №84.01.31.098, №84.13.32.007) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები: 16 ძირი მაღალმთის მუხისა და 16 ძირი პატარა თელადუმას ინდივიდი.

2. ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

3. ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი