ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№682
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №682

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) გამოყოს 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 71 000 (სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) ბეშეთის ხიდის შეკეთება – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ა.ბ) ახალი უბნის ხიდის შეკეთება – 8 000 (რვა ათასი) ლარი;

ა.გ) სოფ. ტბის გზის მოხრეშვა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ა.დ) სოფ. ტაძრისის გზის მოხრეშვა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ა.ე) სოფ. ყვიბისის ხიდის შეკეთება – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

ა.ვ) ლიკანის ხიდის შეკეთება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ა.ზ) სოფ. ქვაბისხევის საბავშვო მოედნის მოწყობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

ა.თ) ქ. ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩის ღვარსაშვების გაწმენდა – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 71 000 (სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ბ.ა) ვალე – გარე განათება – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ბ.ბ) აწყური – გარე განათების მოწყობა (ბოძების შესწორება, კაბელის შეკეთება) – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ბ.გ) კლდე – ხიდის გაკეთება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ.დ) სვირი – მისასვლელი გზის მოხრეშვა – 8 000 (რვა ათასი) ლარი;

ბ.ე) ელიაწმინდა – მისასვლელი გზის მოხრეშვა – 8 000 (რვა ათასი) ლარი;

ბ.ვ) წყრუთი – შიდა გზის მოხრეშვა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ.ზ) წყალთბილა – მისასვლელი გზის შეკეთება – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ბ.თ) ურაველი – მინაძე – ურაველის გზის ღრმულების შეკეთება 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი;

გ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

გ.ა) დ. ასპინძა – შიდა გზების შეკეთება – 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი;

გ.ბ) სოფ.  აწყვიტა  –  მისასვლელი  გზის შეკეთება –  6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

გ.გ) სოფ. დამალას შიდა გზის შეკეთება – 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი;

გ.დ) სოფ. ტოლოში – სასმელი წყლის შიდა ქსელის შეკეთება – 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარი;

გ.ე) სოფ. ხიზაბავრა – შიდა გზების შეკეთება – 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარი;

დ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

დ.ა) ქალაქის სასმელი წყლის შიდა ქსელის რემონტი – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

დ.ბ) ქალაქის ნაგავსაყრელის შემოღობვა და უტილიზაცია – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

დ.გ) გარე განათება ქალაქის შესასვლელიდან დასახლებამდე – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

დ.დ) №2 საბავშვო ბაღის II სართულის მიმდინარე რემონტი – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

დ.ე) №3 საბავშვო ბაღის სახურავის რემონტი – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

დ.ვ) ქალაქის კულტურის სახლის სახურავის ნაწილობრივი შეკეთება – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

დ.ზ) სოფ. ხავეთამდე მისასვლელი გზის მიმდინარე შეკეთება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

დ.თ) სოფ. ხანდო – ორჯადან ბაკურიანის გზამდე მისასვლელი  საგზაო  მონაკვეთის მიმდინარე რემონტი – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

დ.ი) ქალაქის პერიფერიული გზების მოწყობა – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ე.ა) სოფ. უდის №1 საჯარო სკოლიდან – ბათუმი– ახალციხის ცენტრალურ გზამდე 4 კმ., ხიდი – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

ე.ბ) სოფ. არალის შიდა გზის რემონტი 2.5 კმ – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე.გ) სოფ. ლელოვანში მისასვლელი გზა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ვ.ა) სოფ. დიდი არაგალის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.ბ) სოფ. დ/ხანჩალის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.გ)  ნინოწმინდაში მუსიკალური სკოლის რემონტი – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.დ) რაიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განვითარება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.ე) სოფ. სპასოვკა – ხიდის რეაბილიტაცია – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.ვ) სოფ. სათხა – ხიდის რეაბილიტაცია – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.ზ) სოფ. ორაჯალარი – მინისტადიონის მშენებლობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ვ.თ)  სოფ.  თორია – მინისტადიონის მშენებლობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) გ. ხაჩიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2007.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 21.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №682. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №682, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2209084/