ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 35

201 4    წლის  1 3   იანვარი 

 ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული , რომ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311, 3 ივლისის №693, 19 ივ­ლი­სის №812, 2 აგვისტოს №1016, 19 აგვისტოს №1083, 22 აგვისტოს №1111, 6 სექტემბრის №1234, 9 ოქტომბრის №1443 და 30 ოქტომბრის №1499 გან­კარ­გულებებით გამოყოფილმა თანხებმა შეადგინა 276 330 100 ლარი ;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვა­ლი­ს­­წინებული თანხებიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 208 327 300 ლარი ;

გ) გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი თანხის ფარგლებში სა­მუ­შაოების შესრულება ვერ მოხერხდა 2013 წლის ბოლომდე, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ­ლე­ბის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ადგილობ­რივ თვითმმართველ ერთეულებში გადასარიცხმა თანხამ შეადგინა 36 181 700 (ოცდათექვსმეტი მილიონ ას ოთხმოცდაერთი ათას შვიდასი)ლა­რი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფო­ნდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 36 181 700 (ოცდათექვსმეტი მილიონ ას ოთხმოცდაერთი ათას შვიდასი)ლარი, მათ შორის:

ა) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს არაუმეტეს 7 372 500 (შვიდი მი­ლიონ სამას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 5 562 500 (ხუთი მილიონ ხუთას სამოცდაორი ათას ხუთასი) ლარი; 

გ) კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 113 200 (ოთხი მილიონ ას ცამეტი ათას ორასი) ლარი;

დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 631 300 (სამი მილიონ ექვსას ოცდათერთმეტი ათას სამასი) ლარი;

ე) გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 314 900 (სამი მილიონ სამას თოთხმეტი ათას ცხრაასი) ლარი;

ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 218 400 (ორი მილი­ონ ორას თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი;

ზ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 123 600 (ორი მილიონ ას ოცდასამი ათას ექვსასი) ლარი;

თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 861 500 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი;

ი) მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 793 100 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას ასი) ლარი;

კ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 539 500 (ერთი მი­ლიონ ხუთას ოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი;

ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 842 600 (რვაას ორმოცდაორი ათას ექვსასი) ლარი;

მ) ხობის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი;

ნ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 413 100 (ოთხას ცამეტი ათას ასი) ლარი;

ო) ახალციხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 290 000 (ორას ოთხმოც­დაათი ათასი) ლარი;

პ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 190 200 (ას ოთხმოც­დაათი ათას ორასი) ლარი;

ჟ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლა-რი;

რ) მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 83 300 (ოთხმოცდასამი ათას სამასი) ლარი;

ს) ქედის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი.

3. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხები ადგილობრივმა თვითმ­მართ­ველმა ერთეულებმა მიმართონ ამ განკარგულების პირველი პუნ­ქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

 

პრემიერ‑მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი