რუსეთის აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №50
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
რუსეთის აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
ა) პროგრამა „რუსეთის აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სათესლე მასალით უზრუნველყოფის ღონისძიებების“ (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში უზრუნველყოს თითოეული ოჯახისათვის, რომელთაც ახალი დასახლების ადგილების მიხედვით გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, სათესლე მასალის შესყიდვა და გადაცემა დანართით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობებისა და სათესლე მასალის რაოდენობის შესაბამისად;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით სათესლე მასალის შესყიდვისა და ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
გ) პროგრამის დაფინანსება უზრუნველყოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს სათანადო ცვლილებები 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შესახებ ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
დანართი
ერთი ოჯახისათვის გადასაცემი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალა
| № | კულტურები | თესლის რაოდენობა |
| 1. | სიმინდი | 10 კგ |
| 2. | პომიდორი | ერთი პაკეტი (250 ც. თესლი) |
| 3. | კიტრი | ერთი პაკეტი (10 გრ.) |
| 4. | ხახვი | ერთი პაკეტი (10 000 ც. თესლი) |
| 5. | ყაბაყი | ერთი პაკეტი (15 გრ.) |
| 6. | ქინძი | ერთი პაკეტი (50 გრ.) |
| 7. | ნიახური | ერთი პაკეტი (50 გრ.) |
| 8. | ბოლოკი | ერთი პაკეტი (50 გრ.) |
| 9. | გოგრა | 10 გრ. |
| 10. | ჭარხალი | 5 000 ც. თესლი |
| 11. | ლობიო | 2 კგ |
| 12. | სტაფილო | ერთი პაკეტი (50 გრ.) |
| 13. | ოხრახუში | ერთი პაკეტი (50 გრ.) |
| 14. | ყვავილოვანი კომბოსტო | 500 ც. თესლი |
| 15. | ცოცხი | 100 გრ. |