სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№254
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016595
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №254

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გერმანული წარმოების „PETKUS“-ის ფირმის 10 ტ/სთ წარმადობის მარცვლის თესლის გადამამუშავებელი დანადგარი ამ განკარგულების დანართში მითითებული კომპლექტაციით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 404923785).

       2.საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში.

   3.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ‑მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

დანართი

 №

დასახელება

1

პირველადი გაწმენდის დანადგარი

2

ფხების მოსაცილებელი

3

ხორბლის მახარისხებელი ზომების მიხედვით

4

არასტანდარტული მარცვლის მოსაცილებელი

5

პნეო მაგიდა

6

ქიმიური დამუშავების აპარატი

7

სასწორი

8

საკერავი მანქანა

9

გამშვები ბუნკერი 15 კგ-დან 50 კგ-მდე, 500 კგ-დან 1000 კგ-მდე

10

მარცვლეულის შესანახი სათავსო ბუნკერები 10ც. 100 ტონიანი

11

ნარჩენების შესანახი ბუნკერი 27-ტონიანი

12

ქარხნის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობა-მექანიზმები

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 13.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №254. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016595.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №254, 13.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016595 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2251657/